გვერდები

სემესტრისა და წლიური ანგარიშები

შპს  ,,მახინჯაურის    ლიცეუმის“  
ქართული ენისა და უცხო ენების ინტეგრირებული                     
კათედრის   მიერ  2017-2018  სასწავლო  წლის  I  სემესტრის მანძილზე გაწეული მუშაობის

                                                                            ი :
შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა ინტეგრირებულ კათედრაზე გაერთიანებულია ხუთი მასწავლებელი: მზევინარ.ძირკვაძე , ანჟელა ჯაყელი ,მზევინარ წულუკიძე,(ქართულიენა და ლიტერატურა) ხათუნა ბერიძე,(რუსული ენა და საზღვარგარეთის ლიტერატურა),ია ვერულიძე(ინგლისური ენა)(იხ. კათედრის წლიური სამუშაო გეგმა).
       სწავლებისადმი თანამედროვე მიდგომა გულისხმობს რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული  თითოეული  მოსწავლის შესაძლებლობები.   კათედრის წევრები  გეგმიდან  გამომდინარე ატარებდნენ სხდომებს, სადაც განიხილებოდა წლიური სასწავლო გეგმები, იგეგმებოდა სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ  აქტივობების ჩატარება.
   სასწავლო წლის დასაწყისში ჩატარდა კათედრის  პირველი სხდომა(იხ.დანართი N1 კათედრის სხდომის ოქმი N1). სხდომაზე  შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ:
  2016-2017 სასწავლო წლის   კათედრის სამუშაო გეგმა(იხ. დანართი N2).
გადაიხედა პედაგოგთა მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები (იხ.დანართი N3 სახელმძღვანელოების  ჩამონათვალი).
განხილული იქნა პედაგოგების  მიერ შედგენილი კალენდარული გეგმები(იხ.დანართი N4 კათედრის სხდომის ოქმი N2;იხ.კალენდარული  გეგმები N02-03 საქმეში).
მიმდინარე სასწავლო წელს პრიორიტეტად დავისახეთ ინტერაქტიური სწავლება,აქტიური კლასგარეშე მუშაობა მოსწავლეებთან.
    ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა ინტეგრირებულ კათედრა მუშაობდა სამი ძირითადი მიმართულებით:
•             საგნის  სწავლება გაკვეთილისადმი  თანამედროვე მოთხოვნების  შესაბამისად;
•             განათლების  სწავლების ხარისხის   ამაღლების მიზნით ახალი ტექნოლოგიების გამოყენება;
•             კლასგარეშე მუშაობა,რომლის  მიზანია მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება შემოქმედებითი უნარების  წარმოჩენა-განვითარება.
     2017-2018 სასწავლო  წლის I სემესტრის დაგეგმილი ყველა საკითხი შესრულდა
ეროვნული    სასწავლო   პროგრამის შესაბამისად   ყველა მასწავლებელს აქვს  დაცული შემაჯამებელი სამუშაოების ( საკონტროლო  წერა,ტესტური დავალება) ნორმები  თითოეული   კლასსა და საგანში ,პროგრამა კი ამოწურული    (იხ. დანართი N6 ტესტები  ნიმუშები,ანალიზით). კათედრის წევრებმა  წარმოადგინეს  საგნის შემაჯამებელი დავალების ჩატარების გრაფიკი).
  მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების ტრენინგ კურსებში, ჩაატარეს და გადაიღეს ტრენერის მიერ დავალებული უსაფრთხოების გაკვეთილები.
 ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენების პედაგოგები დასწრნენ საგნობრივ ტრენინგებს  ,გაიუმჯობესეს პროფესიული უნარები.
პედაგოგებმა შეავსეს თვითშეფასების კითხვარები, პროფესიულ საქაღალდეში  ატვირთეს სამოქმედო გეგმები.
 კათედრასთან შეიქნა მოსწავლეთა შემოქმედებითი კლუბი „მეზღვაურთა შემოქმედება“/ „The Art Of The Sailors “ კლუბს აქვს საკუთარი წესდება, ლოგო,სამუშაო გეგმა,საკუთარი ვებ-გვერდი. კლუბში გაერთიანებულია სხვადასხვა შემოქმედებითი უნარის მოსწავლეები და მისი მიზანი მოსწავლეთა კლასგარეშე ცხოვრების და ინტერესების ხელშეწყობაა.
  კათედრის  მიერ ა.ჯაყელის რედაქტორობით  გამოიცა   კედლის გაზეთი :
ახალი წლის მისალოცი ნომერი „გილოცავთ ახალ წელს“;
     26 დეკემბერს კათედრის და შემოქმედებითი კლუბისა და მისი  ხელმძღვანელის ინიციატივით ჩატარდა   შემოქმედებითი საღამო და მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „როცა სიტყვები ზედმეტია“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედება, უნარები, საღამო გაახალისეს გასართობი, მუსიკალური ნომრებით . აღნიშნულმა საღამომ მოსწავლეები  მოტივირებული გახადა,  აუმაღლა თვითშეფასება და დადებითი მუხტი შეიტანა სასკოლო ცხოვრებაში.
2017-2018   სასწავლო  ლიათვის  მოსწავლეთა რეიტინგული ქულები  დამაკმაყოფილებელია.
        2017-2018  სასწავლო ლის I ემესტრისათვის კათედრამ  თავი  გაართვა სასწავლო წლის დასაწყისში დასახულ გეგმებსა   და ამოცანებს.

    
                                                                                                            / ა.ჯაყელი/

                                                                                                         29.12.2017 წ

Комментариев нет:

Отправить комментарий