გვერდები

четверг, 1 марта 2018 г.

უცნობი ისტორიები


აკაკის შეგონებანი...

    გამარჯობათ თქვენ,ახლად მომავალნო!
მე,უკვე მიმავალი,გეთხოვებით და ვწუხვარ, რომ საგულისხმო ანდერძად ვერას გიტოვებთ, გარდა მარტო ხვეწნა-ვედრებისა: გიყვარდეთ თქვენი სამშობლო....თქვენი ერი, როგორც პირველი საფეხური კაცობრიობის მისწრაფებისა.რადგან სიყვარულშია ადამიანის ბედნიერება, მაგრამ მისთანა სიყვარულში კი, რომელსაც სარჩულად სიმართლე და გულწრფელობა უძევს.უამისოდ ყოველგვარი შრომა ამაოა და მშრომელს არა აქვს უფლება სთქვას:"უფალი ჩემთანაა,ალილუია".
      
                                                              აკაკი

ადამიანი თვითონ უნდა იყოს ქვეყნის მოყვარე და თუ ქვეყანა შეიძულებს, რა გაეწყობა"

 "ადამიანმა რომ  ღვთის "ხატება და მსგავსება" დაჰკარგა, ყოველგვარი ციური ნიჭიც თან გააყოლა გარდა ერთისა და ისიც მხოლოდ დაკარგული ნეტარების მოსაგონებლად შერჩენია...ეს ნიჭი არის სიყვარული"

"ბრბოს ძაღლის თვისება აქვს ზოგჯერ:თუ მაღალ საფეხურზე შემდგარი კაცი დაინახა, უთუოდ უნდა შეუყეფოს"

 განუვითარებელი ნიჭი - ფრთაშეკვეცილი შევარდენია,რომელიც მაღლა ვეღარ ჰფრენს და დაბლა სიარულსაც ვერ ახერხებს


აჩქარებული საქმე ეშმაკისა არის


 ახირებული ქმნილებაა ადამიანი: ათასგვარი გალობა ავიწყდება და ერთი უცაბედი შეყეფა კი სიკვდილამდე გულში რჩება და ჯოხს იმარჯვებს, რომ სადმე და როგორმე მოუქნიოს მყეფარს

აწმყო წარსულს უნდა ეთანხმებოდეს და ორივე ერთად კი მომავლისკენ მიიწევდეს"

დიდი ჭკუა  და მაღალი ნიჭი ყოვლად გამოუსადეგარია,თუ ადამიანი კეთილად არ ხმარობს.

ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს,დასატანჯავად ისიც ეყოფა.

 ვინც მოიხადა მსოფლიო ვალი,
ის მკვდარიც ცოცხლობს,არ არის მკვდარი.

თავმდაბლობა გმირთა ბუნებაა.

  ისე არაფერი არ სწყენს და ეძნელება კაცს, როგორც ამ რწმუნებებიs, ჰაზრების, ჩვეულებების და მოქმედბის განკიცხვის მოსმენა, მათი გამოთხოვება და მიტოება, რომლებსაც ის შესჩვევია პატარაობიდამ და რომლებიც  მას მიაჩნია პატივისცემის ღირსად და საქებლად.

თუ რომელიმე ხალხის გაცნობა გინდა, იმ ქვეყნის ქალები უნდა გაიცნო,შეისწავლო...ისინი არიან თავისი ქვეყნისა და ხალხის მაჩვენებელი.


ტანჯვის დროს წამიც საუკუნეა.

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს
თავისუფლების ძებნაში მკვდარი.

სიჭაბუკე და სიბერე
ორი სხვადასხვა კიდეა;
ერთირომ ჯაჭვით აბია,
მეორე ბეწვზე კიდია

სადაც გული წმინდა არ არის და სული-წრფელი, იქ სიტყვა ქრისტესი ვერ ისადგურებს.