გვერდები

вторник, 18 июня 2019 г.

მოსწავლეთა პირველი საუნივერსიტეტო კონფერენცია


რა არის ფიქრი?
  ფიქრი ემოციური პროცესია , რომელიც განცდების, შთაბეჭდილებების, ჩაღრმავების, დაკვირვების, შედეგად ჩნდება ადამიანის გონებაში.იგი სიტყვებისა და ცნებების დახმარებით ფრთა ისხამს  და ხმოვანდება, ასე იბადება ნაფიქრალი გონების მიღმა.ფიქრი უკვე სიტყვებია! მისი გახმოვანება პირად არჩევანზეა დამოკიდებული, თუმცა სიტყვები ასედაც და ისედაც წარმოთქმული რჩება… ეს კი, უკვე მოქმედებაა.
ფიქრი როგორც სიტყვა, სიტყვა როგორც მოქმედება, მოქმედება როგორც ფიქრი…
   ადამიანის ცნობიერებაში ფიქრი
უმი ჭიდილი რეალობასა და შინაგან მეს შორის ,ზოგჯერ  კი შინაგანი მეს ჰარმონია  სიზმარეულ ოცნებასთანრომელიც ნელ-ნელა ისხამს ფრთებს,ეხეთქება მთელი ძალით სულის ლაბირინთებს ,რათა იყოს ნამდვილი  და სიტყვასა და ქმედებაში გაცხადებული. შემდეგ კი აი ასეთი განცდათა სიღრმიდან იბადება რაღაც ლამაზი,პათეტიკური,რომანტიკული,მშვენიერი და ნატიფირომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი ფიქრის  ზეიმი შეიძლება ეწოდოს, ეს არის ფიქრის  ძალის შედეგი სწორედ.   
  ფიქრი სულის სიღმეებიდანგონების ლაბირინთებიდან გამომძვრალი გათავისუფლებული ზღაპრული ჯინიარომელიც ცდილობს  დეა ნააზრევი და ნაფიქრალი სიტყვით გამოხატოს  და შედეგით -საქმით დააგვირგვინოსეს არის ძალა, რომელსაც  ვერ დაიტევს სული და ვერ დაიტევს გონება.    
  ლუსი მალორი   ამბობს:  ფიქრებირომლებიც გაგაჩნიათსიტყვებირომლებსაც წარმოთქვამთსაქციელირომელსაც სჩადიხართსაბოლოო ჯამში სიკეთისა და ბოროტების კეთების თვისებად იქცევაძალადრომელიც თავისი განვითარებით ან ზრდით კვლავ მას უბრუნდებავინც იგი თავის გარეთ მიმართა.   აზროვნებისას ფიქრი ძალას იძენს ,სიტყით გაცხადდება,იდეად იბადება სწორედ ეს არის ძალა, რომელმაც შექმნა ადამიანი პიროვნებად. პირველყოოფილი ადამიანიც ხომ ბევრმა გაკვირვებამდიდმა ფიქრმა და ამ ნაფიქრალის ძალამ თანდათან  აქცია მოაზროვნედ , პიროვნებად,რომლის შესაძლებლობები ამოუწურავია ,ეს ის ძალაა რომელმაც შექმნა კაცობრიობის ისტორია,ცივილიზაციები,მეცნიერება,
ხელოვნება,კულტურა,სიკეთე და ბოროტებაც კი.

„ადამიანს თუ ადამიანად რამე აქცევსერთ-ერთი  ფიქრის უნარიარითაც იგი
 დედამიწის ნებისმიერ სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან მიმართებაში ევოლუციის ყველაზე მაღალ საფეხურზე იმყოფება... ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ მოვლენებზემაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიფიქროთ საკუთარ ფიქრებზე.“

ადამიანის ფიქრი  უწყვეტი პროცესიარომლებიც ერთი მეორეს მიყოლებით წამებში
 იბადება და ქრება.   თუ რა ტიპის ფიქრები გვებადება გონებაში საკმაოდ 
ბევრს ამბობს ჩვენს პიროვნულ მდგომარეობასა და ბუნებაზეფიქრებს აქვთ კრეაციისშექმნისა და გამატერიალურების უნარი.ადამიანები საკუთარივე ფიქრებით ქმნიან იმ სამყაროსრომელშიც ცხოვრობენ.ჩვენ ჩვენი ფიქრების გარეთ  ვქმნით ასევე ჩვენს გარე სამყაროს მუსიკისფერწერისქანდაკებისარქიტექტურისსოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემებისეკოსისტემებისტექნოლოგიების და სხვათა სახითდა მეტიც..ადამიანი ფიქრის პროცესით ქმნის სამყაროს და ამოძრავებს მატერიას. იგი ჰეგელის აზრით ღვთაებრივია.
 ფიქრის ძალა რომ არა ხშირ შემთხვევაში უმოქმედოდ იქნებოდა ადამიანი, რადგან სწორედ გონებაში  წარმოქმნილი ძლიერი ფიქრები გვაძლევენ ბიძგს ქმედებისაკენ. 
მგონი ყველას ცხოვრებაშია მომენტი, როდესაც შენთვის განმარტოებული  ფიქრობ, რომ უნდა შეიცვალო, გახდე უკეთესი, უკეთესი ვიდრე ხარ ახლა, ამ წუთს და ხშირ შემთხვევაში იმდენად ახვევ შენ თავს  ამ ფიქრს, რომ იმდროინდელ „მე“-ს აიძულებ და ქმნი შენი თავის ახალ უფრო განახლებულ და გაუმჯობესებულ ვერსიას.
კაცობრიობის ისტორიაში ბევრი ფაქტია იმის შესახებ თუ რამხელა ძალა აქვს ადამიანის გონებას, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ფიქრი, რომელიც შემდგომში უმნიშვნელოვანესი საქმის წამოწყებით დაგვირგვინდეს.
როგორ იწყება ყველაფერი ?
ჩაგივარდა თავისუფალი დრო, არ გაქვს არ არაფერი გასაკეთებელი, ხარ შენთვის და როგორც ამბობენ: „წამით ჩაფიქრდი“ სინამდვილეში კი, მოწყდი რეალობას და იქექები გონებაში, ქმნი ფიქრებს. ფიქრობ ზოგადად ან კონკრეტულ რამეზე და უეცრად  თვალის გუგები გიფართოვდება, რადგან შენ უკვე ფანტასტიკური იდეა  გეწვია. ამუშავებ ამ ყველაფერს, როგორც არქიტექტორი თავის პროექტს, განა ყველა ფიქრი პროექტი არაა, რომელსაც ფრთას ასხამ გონებაში და შემდგომში ხვეწ  ყველა დეტალს?
როდესაც ფიქრი მაქსიმალურად  სრულყოფას აღწევს, ირწმუნებ და გიჩნდება სურვილი, რომ ის რეალურად განახორციელო.საამისოდ იწყებ ქმედებას და ხვდები რომ ქმნი რაღაც მნიშვნელოვანს, გრძნობ როგორ  ივსები დადებითი ემოციით და განიცდი უდიდეს ნეტარებას ,რადგან ქმნი მას რაც შენია, შენშია და ეკუთვნის შენი სულის ლაბირინთებს. ამ დროს გიხარია  და ენით აუღწერელ სიმსუბუქეს განიცდი, თითქოს მაღლდები და იზრდები და ახლოს ხარ ღვთაებრივ ნეტარებასთან,   რადგან ხვდები რომ უფრო კარგი ხარ , რომ შექმენი რაღაც არაჩვეულებრივი შენეული 
ღირებული და მერე ...
მერე უკვდავყოფს შემოქმედს მწერალი იქნება, მეცნიერი, მხედართმთავრი თუ ერთი უბრალო, მაგრამ  ნათელი ფიქრის ავტორი. მინდა ავღნიშნო,  რომ  არ არსებობს იმაზე დიდი ძალა, ვიდრე ფიქრი და მისდამი რწმენაა.  დედამიწის ქონებისა და ატმოსფეროს მიღმა რაც არსებობს, ყველაფერი იმ  ადამიანთა მიერაა შექმნილი, ვინც ირწმუნა საკუთარი ფიქრების ძალა და არ შეუშინდა წინააღმდეგობებს. ყველაფერს, რასაც დღეს ადამიანი იყენებს  ეს არის საჩუქარი კაცობრიობისათვის. მთავარია გქონდეს თავისუფალი აზროვნების უნარი,რომელსაც  ვერავინ აგიკრძალავს გარდა საკუთარი თავისა.მთავარია იყო ერთგული შენი ნააზრევის, გწამდეს საკუთარი შესაძლებლობების და ვერაფერი ვერ შეგიშლის ხელს მიაღწიო ჩანაფიქრის განხორციელებას.