''რაც ადამიანი არსებობს, სიკეთე და ბოროტებაც არსებობს, თანაც გვერდიგვერდ. მაგრამ ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს, - მერე რა, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება... ყველა ადამიანშია სიკეთისა და ბოროტების მარცვალი, მთავარი ისაა რომელს მისცემს გაღვივების უფლებას. უდიდესი მეცნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი. ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს.სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება. კეთილი ის კი არ არის, ვინც სიკეთეს აკეთებს, არამედ ის – ვისაც ბოროტების ქმნა არ შეუძლია''...
/ჭაბუა ამირეჯიბი /