გვერდები
- მთავარი
- კათედრის წევრები
- კათედრის წევრთა დემოგრაფიული მონაცემები
- სასწავლო წლის კალენდარი
- დებულება
- კათედრის სამუშაო გეგმა
- თემატური გეგმები,სილაბუსები
- კათედრის გრიფირებული სახელმძღვანელოები
- შემაჯამებელი სამუშაოების ჩატარების განრიგი
- ეროვნული გეგმა/სტანდარტი
- საკონფერენციო მასალები
- ოქმები
- შეფასების რუბრიკები
- კათედრის საგაზეთო ნომრები
- სემესტრისა და წლიური ანგარიშები
- ღონისძიებები
- ჩატარებული გაკვეთილები
- საკლუბო მუშაობა
- გაკვეთილის გეგმები
- რესურსები ქართულის გაკვეთილისათვის
- ელექტრონული ბიბლიოთეკა
- შემაჯამებელი ტესტები
- სხვადასხვა დამხმარე რესურსი
- დროის მართვა გაკვეთილზე
- ქართული ენის სიწმინდისათვის
- ტრენინგები
- ქართულის მასწავლებლის დამხმარე ლიტერატურა
среда, 11 апреля 2018 г.
ანბანთქება
ა ნ ბ ა ნ თ ქ ე ბ ა
ა – ნიდან ჰა–ემდე მძივებად ასხმულო,
ბ – ულბულის ენაზე ნამღერო გალობავ,
გ – ოგებაშვილისა წიგნო სანუკვარო,
დ – ედის"იავნანავ"და უფლის წყალობავ!
ე – ნაო წმინდანთა,ენავ ბუმბერაზთა,
ვ – ერ გადაგაგვარეს,თუმც ბევრი ეცადნენ,
ზ – ედ გულის ფიცარზე ნაჭედო თილისმავ,
თ – ვით ღმერთის ენაო,ღაღადებ ზეცამდე!
ი – ლიას ქნარო და აკაკის ჩანგურო,
კ – რწანისის ბრძოლაში ნაწრთობო,ძლიერო,
ლ – ომგულა ვაჟკაცთა"ჰერიო ბიჭებო",
"მ – უმლი მუხასა"და "მრავალჟამიერო"!
ნ – უგეშო ქართველთა დედაო ენაო,
ო – ღმერთმა რამდენი სიკეთე გვარგუნა,
პ – ურითა და ღვინით განთქმულო მხარეო,
ჟ – ამმა შენს თავზე წისქვილის ქვა აბრუნა.
რ – წმენასთან,მამულთან სამებად დაგსახეთ,
ს – ისხლით და ცრემლებით ნაკვეთო ხე–ქვაზე,
ტ – იალი დროება კვლავაც გემტერება,
უ – ფალი კი გიცავს მიწიდან ზეცამდე.
ფ – არნავაზ მეფისგან აკინძულ,ასხმულო,
ქ – ართულო ანბანო,ქართულო ენაო,
ღ – ირსი მყო გამჩენმა,მეც შენით ვიგალო,
ყ – ური მოგაპყრო და ვადიდო ზენაო!
შ – ვლის ნუკრის ცრემლებზე ვაჟა კვლავ მიამბობს,
ჩ – ავივლი ტაბიძის ბრძენ მესაფლავესთან,
ც – ანგალაც გოგონას ისევ ეცეკვება,
ძ – ეთა და ატსულთა კვლავ გასამრავლებლად.
წ – მინდანთა გალობა გვამხნევებს ზეციდან,
ჭ – ირთა დათმენა ხომ წილად გვხვდა ოდითგან,
ხ – ვალეც გათენდება,ჩანგიც ამღერდება,
ჯ – იში გამრავლდება,ვიმღეროთ მოდი და
ჰ – ე მტერო,გზა მოგვეც,ქართველნი მოვდივართ!
ნანა მეტრეველი
ა – ნიდან ჰა–ემდე მძივებად ასხმულო,
ბ – ულბულის ენაზე ნამღერო გალობავ,
გ – ოგებაშვილისა წიგნო სანუკვარო,
დ – ედის"იავნანავ"და უფლის წყალობავ!
ე – ნაო წმინდანთა,ენავ ბუმბერაზთა,
ვ – ერ გადაგაგვარეს,თუმც ბევრი ეცადნენ,
ზ – ედ გულის ფიცარზე ნაჭედო თილისმავ,
თ – ვით ღმერთის ენაო,ღაღადებ ზეცამდე!
ი – ლიას ქნარო და აკაკის ჩანგურო,
კ – რწანისის ბრძოლაში ნაწრთობო,ძლიერო,
ლ – ომგულა ვაჟკაცთა"ჰერიო ბიჭებო",
"მ – უმლი მუხასა"და "მრავალჟამიერო"!
ნ – უგეშო ქართველთა დედაო ენაო,
ო – ღმერთმა რამდენი სიკეთე გვარგუნა,
პ – ურითა და ღვინით განთქმულო მხარეო,
ჟ – ამმა შენს თავზე წისქვილის ქვა აბრუნა.
რ – წმენასთან,მამულთან სამებად დაგსახეთ,
ს – ისხლით და ცრემლებით ნაკვეთო ხე–ქვაზე,
ტ – იალი დროება კვლავაც გემტერება,
უ – ფალი კი გიცავს მიწიდან ზეცამდე.
ფ – არნავაზ მეფისგან აკინძულ,ასხმულო,
ქ – ართულო ანბანო,ქართულო ენაო,
ღ – ირსი მყო გამჩენმა,მეც შენით ვიგალო,
ყ – ური მოგაპყრო და ვადიდო ზენაო!
შ – ვლის ნუკრის ცრემლებზე ვაჟა კვლავ მიამბობს,
ჩ – ავივლი ტაბიძის ბრძენ მესაფლავესთან,
ც – ანგალაც გოგონას ისევ ეცეკვება,
ძ – ეთა და ატსულთა კვლავ გასამრავლებლად.
წ – მინდანთა გალობა გვამხნევებს ზეციდან,
ჭ – ირთა დათმენა ხომ წილად გვხვდა ოდითგან,
ხ – ვალეც გათენდება,ჩანგიც ამღერდება,
ჯ – იში გამრავლდება,ვიმღეროთ მოდი და
ჰ – ე მტერო,გზა მოგვეც,ქართველნი მოვდივართ!
ნანა მეტრეველი
Подписаться на:
Сообщения (Atom)