https://theartofsailorsliceumi.blogspot.com/ კლუბის ინტერნეტ -გვერდი
შ.პ.ს.
მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრასთან არსებული მეზღვაურთა
შემოქმედებითი კლუბი „THE ART OF THE SAILLORS”
-ის მიერ 2017-2018 სასწავლო წელს გაწეული მუშაობის
ა
ნ გ ა რ ი შ ი
2017 წლის 20 სექტემბერს, შ.პ.ს. მახინჯაურის
საზღვაო ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრასთან შეიქმნა მეზღვაურთა შემოქმედებითი კლუბი „THE ART OF THE
SAILLORS” , რომელშიც გაერთიანდა სხვადასხვა
შემოქმედებითი უნარების მქონე 20 მოსწავლე.კლუბის მიზანია : კლასგარეშე მუშაობის აქტივაცია,მოსწავლეთა
შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა,განვითარება და ხელშეწყობა.აგრეთვე ზნეობრივი ღირებულებებისა
და ესთეტიკური უნარების დახვეწა , მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისათვის.
კლუბს გააჩნია საკუთარი
ბლოგი, ლოგო , დევიზი, წესდება, სამუშაო გეგმა,ინტერნეტ-მისამართი
https://theartofsailorsliceumi.blogspot.com/p/blog-page_30.html
საკლუბო მუშაობაში
განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტები: 1.ხელოვნება(გრაფიკა,ფერწერა,ფოტოხელოვნებაუნარების
ხელშეწყობა); 2.შემოქმედება(პოეტური უნარების
გამოვლენა ხელშეწყობა); 4.სამსახიობო ხელოვნება(იმიტაცია,); 5. მუსიკალური(მუსიკალურ-ქორეოგრაფიული უნარების
გამოვლენა).6.მოსწავლეთა ჩართვა კლასგარეშე საქმიანობაში; 7.ღონისძიებების მოწყობა.
წლის დასაწყისშივე
შედგა კლუბის სამოქმედო გეგმა . მის შექმნაში
გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა წინადადებები. გამოიკვეთა კლუბის წევრთა უფლებები და მოვალეობები.კლუბის
წევრებმა დაისახეს სამომავლო მიზნები:
დასახული მიზნების მიღწევა
მოხერხდა:
- შეიქმნა კლუბი, წესდება,
მოხდა მოსწავლეთა სურვილისამებრ გაერთიანება
კლუბში;
- 26 დეკემბერს,ჩატარდა
გეგმით გათვალისწინებული კონკურსი და მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა,შემოქმედებითი
საღამო სახელწოდებით: „როცა სიტყვები
ზედმეტია“
- გამოიცა საახალწლო მისალოცი საგაზეთო ნომერი კლუბის წევრების :ენრიკო
შერვაშიძისა და დავით ზინჩენკოს მიერ , „გილოცავთ ახალ 2018 წელს“
- 28 მარტს კლუბის წევრები
კლუბის ხელმძღვანელთან და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებთან ერთად
ეწვივნენ აჭარის ხელოვნების მუზეუმს,
დაათვალიერეს ქართველ მხატვართა ნამუშევრებთან ერთად ,ახალგაზრდა თურქი მხატვრის ფერწერული ნამუშევრები.
- ვერ მოხერხდა ვეფხისტყაოსნის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაგეგმილი
სამუშაოს განხორციელება, რომელსაც მომავალში დავგეგმავთ.
- განხორციელდა გეგმით გათვალისწინებული მოსწავლის (ლუკა ქავთარაძე)პოეტური ნამუშევრების
ვიდეო-გადაღება და ატვირთვა ბლოგზე ლინკების სახით.
საქმიანობა წარმატებული იყო
განსაკუთრებით, ხელოვნებისა და პოეზიის განვითარების კომპონენტში. მინდა ავღნიშნო
,რომ კლუბის მუშაობამ ძალიან შუწყო ხელი ,
მეთრთმეტე კლასის მოსწავლის, იაგო შერვაშიძის შემოქმედებითი უნარების განვითარებასა
და დახვეწას ,რომელმაც შესანიშნავ პროგრესს მიაღწია . უფრო მეტიც, ფერწერაშიც სცადა თავისი ოსტატური ფუნჯი.იაგოს ფართო აუდიტორიისათვის
გაცნობის მიზნით კლუბს გამიზნული აქვს სამომავლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება.
კლუბის მუშაობას მეტ-ნაკლებად ჰქონდა ხარვეზებიც
,კლუბის წევრთა ჩართულობის მხრივ, რადგან ვერ
მოხერხდა ყველა წევრის ჩართვა საკლუბო მუშაობაში. სამომავლოდ მინდა კლუბის მუშაობა
მეტად მრავალფეროვანი იყოს, ყურადღება მიექცეს მოსწავლეთა იუმორისტული, სამსახიობო,ქორეოგრაფიულ,მუსიკალური
უნარების განვითარებას.
სამომავლოდ ჩასატარებელ სამუშაოებს
აუცილებლად დავგეგმავთ მოსწავლეთა ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად,ვფიქრობ
გაცილებით ეფექტური იქნება საკლუბო მუშაობა.
კლუბის კურატორი
ანჟელა ჯაყელი
27.06.2018წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий