გვერდები

четверг, 11 октября 2018 г.

შპს მახინჯაურის ლიცეუმის მე-12 კლასის, ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრების გასვლითი ექსკურსია აღმოსავლეთ საქართველოში

წლის 5-7ოქტომბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მე-12-1კლასის მოსწავლეების ინიციატივითა და ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრათა ხელმძღვანელების:  ა.ჯაყელისა და ნ.სამხარაძის ორგანიზებით მოეწყო გასვლითი ექსკურსია  აღმოსავლეთ საქართველოში.კურსანტებმა მოინახულეს კახეთის ღირსშესანიშნაობები: ალავერდი, იყალთო,წინანდალი, სიღნაღი,თელავი,შუამთა,
დავით-გარეჯის  სამონასტრო კომპლექსი. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. მოაწყვეს პიკნიკი ბუნებაში. ახალგაზრდები აღფრთოვანებული დარჩნენ ისტორიულ-კულტურული ღისშესანიშნაობებით.