გვერდები

суббота, 21 апреля 2018 г.

"სტუმარ-მასპინძელი" გაკვეთილის გეგმა





საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

მასწავლებელი:  ანჟელა ჯაყელი
კლასი: მე-11
მოსწავლეთა რაოდენობა - 34 ; სსსმ მოსწავლე-0
თემა: ვაჟა-ფშაველას პოემა“ სტუმარ-მასპინძელი“
წინარე ცოდნა- იცნობენ მთის ტრადიციებს, შურისძიებისა და სისხლის აღების წესს, ტექსტს
რესურსები-დაფა, ცარცი, პროექტორი, კომპიუტერი, მარკერები,თაბახის ფურცლები,,ინტერაქტიურ სავარჯიშოთა საიტზე(learning.apps) მასწავლებლის მიერ შექმნილი ონლაინ რესურსები, დანართების მატრიცას სახით.
გაკვეთილის მიზანი: ოსწავლემ გამოავლინოს ტექსტის ცოდნა,  ნაწარმოების სათქმელზე მსჯელობისა და ანალიზის უნარი,  ენობრივ ,მხატვრული და ლექსიკურ საშუალებების აღმოჩენის და გააზრების,ნაწარმოების სათქმელის წერილობით გადმოცემის უნარ
მისაღწევი შედეგები:
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ. XI. 7. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ენობრივი საშუალებების გაანალიზება მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით.
ქართ. XI. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის
საფეხური/საგანი
პირობები
                გაკვეთილის მსვლელობა
შენიშვნა
საბაზო საფეხური




ქართული ენა და ლიტერატურა   


XI კლასი

მიზნები
მოსწავლეები გამოავლენ ტექსტის ცოდნა,  ტექსტის გააზრებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს,გაიაზრებენ ეპოქის თავისებურებებს, ფლობენ ტექსტის ენას, შეუძლიათ მხატვრული საშუალებების ამოცნობა, პერსონაჟთა ხასიათებზე მსჯელობა და ნაწარმოების სათქმელის გააზრება .




რესურსები
                      დაფა, ცარცი, პროექტორი, კომპიუტერი, მარკერები,თაბახის ფურცლები,პოსტერი,ინტერაქტიურ სავარჯიშოთა საიტზე(learning.apps) მასწავლებლის მიერ შექმნილი ონლაინ რესურსები, დანართების მატრიცას სახით.ტექსტი

მასწავლებლის მიერ დამზადებული რესურსი
აქტივობის ფაზები












მასწავლებელი ესალმება კლასს, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს.  აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს,შეფასების კრიტერიუმებს  - 3   წუთი
       ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა შეეხება ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელს“ გაკვეთილი შემაჯამებელი ხასიათისაა და მოიცავს ტექსტისა  და ავტორის სათქმელის გააზრებას. ძირითადად  ჩვენი გაკვეთილი.ა პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობას,  შეეხება.
   თქვენი პასუხი შეფასდება იმის მიხედვით, რამდენად კარგად გაქვთ გააზრებული ტექსტი,მისი მხატვრული და ლექსიკური მხარე, რამდენად გაიაზრეთ ნაწარმოებში ასახული ეპოქის მახასიათებლები,  მთის ტრადიციები .რამდენად დამაჯერებელია თქვენი არგუმენტები მსჯელობისას. გაკვეთილში თქვენი აქტიურობა და ჩართულობა , შეფასდება აქ, ამ ცხრილში, მოცემული რუბრიკებითა და კრიტერიუმებით (მასწავლებელი მიუთითებს მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმებზე, რომლებიც გამოკრულია თვალსაჩინო ადგილას.)-









გამოწვევის ფაზა/ წინარე ცოდნის გააქტიურება






საერთო საკლასო სამუშაო -5 წთ

            მასწავლებელი წინარე  ცოდნის გააქტიურების მიზნით, კლასში სვამს შეკითხვებს , შესწავლილი თემის ირგვლივ:



1.         რას  თემას შეხება ვაჟა-ფშაველას სტუმარ-მასპინძელი?
2.      მთის რა ტრადიციებს გავეცანით პოემაში?
3.      რა არის დამახასიათებელი ვაჟას პოეტური ენისათვის?
4.      კიდევ რომელ ნაწარმოებებში გავეცანით ტრადიციებს?
5.      რა შთაბეჭდილებები დატოვა თქვენზე ტრადიციების გაცნობამ,როგორია თქვენი დამოკიდებულებები რა მოგწონთ და რა არა. რატომ?
6.      რატომ უწოდა თქვენი აზრით, ვაჟამსტუმარ-მასპინძელიპოემას?
7.      რომელ საზოგადოებრივ ურთიერთობაზე ამახვილებს ვაჟა ყურადღებას პოემაში?
8.კიდევ ვაჟას რომელ ნაწარმოებში შეგვხვდა მსგავსი თემა ? თქვენ რა დამოკიდებულება გაგიჩნდათ ამასთან დაკავშირებით?








    
საერთო საკლასო სამუშაო   - 10 წთ

მასწავლებელი წინარე  ცოდნის გააქტიურების მიზნით, კლასს სთავაზობს ონლაინ რესურსებს
   როგორც ყოველთვის ტექსტის გაგება-გააზრებიისათვის აუცილებელია,ვიცნობდეთ ეპოქას, მის მახასიათებლებს,აგრეთვე აუცილებელია ტექსტის მხატვრული მხარის,ლექსიკური ერთეულების ცოდნა, ამიტომაც გავიხსენოთ ტექსტი და მასში ასახული ტრადიციები, მხატვრული ხერხები და ლექსიკური მასალა.
გთავაზობთ  სპეციალურად ჩვენი გაკვეთილისათვის, ჩემ მიერ შექმნილ ონლაინ ინტერაქტიური სავარჯიშოების ნაკრებს,  ე.წ დანართების მატრიცას და გისურვებთ წარმატებებს.



1.მასწავლებელი კლასს სთავაზობს,საერთო საკლასო სამუშაოს , ონლაინ რესურსს,https://learningapps.org/display?v=pfddkfxaj18 ინსტრუქციებით და სთხოვს გაიხსენონ პოემაში ასახული ტრადიციები.
მოსწავლეები ასრულებენ  ვიქტორინის სახით მოცემულ ონლაინ დავალებას   (Learning.apps -ის  ონლაინ სავარჯიშო-  ტრადიციები ვაჟას „სტუმარ-მასპინძელში“)
     ( მასწავლებელი ინიშნავს მოსწავლეთა აქტიურობას)
 2.მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს სამუშაოს გაიხსენონ პოემაში მწერლის მიერ გამოყენებული  ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები და   ამოიცნონ მხატვრული ხერხები ონლაინ რესურსით მომზადებულ სავარჯიშოში.
 ახლა კი,თუ რამდენად იცნობთ პოემაში გამოყენებულ  მხატვრულ ხერხებს და ლექსიკას შევამოწმებთ შემდეგი დანართებით (მასწავლებელი მიუთითებს დანართებს და აძლევს ინსტრუქციას)
მოსწავლეები ხსნიან Learning.apps -ის  ონლაინ სავარჯიშო-   დანართს სახელწოდებით „თავსატეხი“ და ამოწმებენ პასუხების სისწორეს.
(მასწავლებელი ინიშნავს თითოეული მოსწავლის აქტივობის დონეს)

3.მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს სამუშაოს, გაიხსენონ პოემაში მწერლის მიერ გამოყენებული ლექსიკა, კილო და დაუკავშირონ დაწყვილების პრინციპით  სიტყვები განმარტებებს.მოსწავლეები მუშაობენ Learning.apps -ის  ონლაინ სავარჯიშო-    დანართზე „წყვილები“ და ამოწმებენ პასუხების სისწორეს.

(მასწავლებელი ინიშნავს თითოეული მოსწავლის აქტივობის დონეს)

4. .მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს სამუშაოს,  Learning.apps -ის  ონლაინ სავარჯიშო-    დანართს     ჯოყოლა და ზვიადაური  და აძლევს ინსტრუქციას, პერსონაჟთა  მახასიათებლები დაუკავშირონ პერსონაჟებს.მოსწავლეები მუშაობენ ონლაინ დანართზე და ამოწმებენ პასუხების სისწორეს.

(მასწავლებელი ინიშნავს თითოეული მოსწავლის აქტივობის დონეს)








სიღრმისეული წვდომა/შინაარსის რეალიზება



























რეფლექსია

















საშინაო დავალება


შეფასება
ჯგუფური სამუშაო -15 წთ
     მასწავლებელი მოსწავლეებს  გაახსენებს პოემის პერსონაჟებს,კლასს ყოფს
 4 ჯგუფად, შეახსენებს ჯგუფური მუშაობის წესებს,ანაწილებს დავალებებს და
   ავალებს ჯგუფებს  კითხვებზე  პასუხის გაცემით იმსჯელონ,მითითებულ საკითხებზე ,გააკეთონ პრეზენტაციები:
   I ჯგუფი-ჯოყოლა
   IIჯგუფი -ზვიადაური

   III ჯგუფი-აღაზა
 
 IVჯგუფი-სქემა-ჯოყოლასა და ზვიადაურის შედარებითი დახასიათება

მოსწავლეები ჯგუფში მუშაობენ, აკეთებენ პრეზენტაციებს ,ავსებენ და წარმოადგენენ სქემას „ჯოყოლასა და ზვიადაურის შედარებითი დახასიათება“







მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებად იმუშაონ წყვილებში   და იმსჯელონ თემებზე პუნქტების გათვალისწინებით:
ავტორის სათქმელზე - 10 წთ

შემდეგი დავალება შეეხება თემებს, რომლებზეც შეგიძლიათ იმსჯელოთ აღნიშნული  საკითხების გათვალისწინებით:
1.თემი, თემობის წესი და პიროვნება
·       თემი და ტრადიცია;
·       თემის კანონი-თემობის წესი
·       პიროვნების ტრაგედია
·       პიროვნების ფიზიკური მარცხი და სულიერი გამარჯვება

2.პოემის ფინალით გადმოცემული მთავარი სათქმელი-ტოლერანტობა
·       განმარტეთ ტოლერანტობის არსი;
·       რის სიმბოლოა ჯანღი?
·       როგორ ახსნით პირიმზისა და უფსკრულის სიმბოლოებს,რაზეც ფინალური სტრიქონებით დაგვაფიქრებს ვაჟა?
·       გამოკვეთეთ ავტორის სათქმელი     



მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და კლასს აძლევს საშინაო დავალებას თემაზე(წერს დაფაზე.) 1 წთ
ტოლერანტობა სასტიკი წესებით მოქმედი საზოგადოების წინააღმდეგ-


მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს უკუკავშირს,განმავითარებელ კომენტარს და აფასებს მოსწავლეებს განმსაზღვრელი შეფასებით-
1 წთ



საგაკვეთილო მენეჯმენტი
სოციალური ფორმა: საერთო საკლასო/ჯგუფური/ინდივიდუალური


შეფასება
განმსაზღვრელი და განმავითარებელი


მეთოდიკური
რეკომენდაციები



მასწავლებლის რეფლექსია