შპს ,,მახინჯაურის
საზღვაო ლიცეუმის“ ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა ინტეგრირებული კათედრის
2017-2018 სასწავლო წლის
ა ნ
გ ა რ ი შ ი
შპს ,,მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის“, ქართული
ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა ინტეგრირებულ კათედრაზე გაერთიანებულია
ხუთი მასწავლებელი: ა.ჯაყელი (ქართული ენა და ლიტერატურა),მზევინარ
წულუკიძე( (ქართული ენა და ლიტერატურა),მზევინარ ძირკვაძე(ქართული ენა და ლიტერატურა),ხათუნა
ბერიძე(რუსული ენა),ია ვერულიძე(ინგლისური ენა) (იხ. კათედრის წლიური სამუშაო გეგმა).
სწავლებისადმი თანამედროვე მიდგომა გულისხმობს, რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს
გათვალისწინებული თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები. კათედრის წევრები გეგმის გათვალისწინებით ატარებდნენ სხდომებს, სადაც
განიხილებოდა წლიური სასწავლო გეგმები, იგეგმებოდა სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ აქტივობების ჩატარება. (იხ. სხდომების ოქმები).
სასწავლო წლის დასაწყისში ჩატარდა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის პირველი სხდომა(იხ.დანართი N1 კათედრის სხდომის ოქმი N1). სხდომაზე შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ 2017-2018 სასწავლო წლის კათედრის სამუშაო გეგმა).გადაიხედა
პედაგოგთა მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები .განხილული იქნა, პედაგოგების მიერ შედგენილი კალენდარული გეგმები,შეიქმნა მოსწავლეთა
შემოქმედებითი კლუბი„THE
ART OF THE SAILLORS”,რომელსაც თავისი ვებმისამართი აქვს ინტერნეტსივრცეში , ბლოგის სახით:https://theartofsailorsliceumi.blogspot.com/p/blog-page_30.html.ბლოგს 3000-ზე მეტი ნახვა აქვს ამდროისათვის
და საკმაოდ წარმატებულია.
სასწავლო წლის დასაწყისში შეიქნა აგრეთვე,კათედრის ინტერნეტვერსია,ბლოგის სახით:
https://katedraqartulieniadaliteratura.blogspot.com/
მიმდინარე სასწავლო წელს პრიორიტეტად დავისახეთ
ინტერაქტიური სწავლება,აქტიური კლასგარეშე მუშაობა მოსწავლეებთან. ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა ინტეგრირებული კათედრის მუშაობა ხორციელდებოდა სამი ძირითადი მიმართულებით:
·
საგნის სწავლება
გაკვეთილისადმი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად;
·
ქართული ,რუსული და ინგლისური ენების სწავლების სწავლების ხარისხის
ამაღლების მიზნით ,ახალი ტექნოლოგიების
გამოყენება;
·
კლასგარეშე მუშაობა,რომლის მიზანია, მოსწავლეთა დაინტერესება საგნით შემოქმედებითი უნარების განვითარება და ცოდნის ამაღლება.
2017-2018 სასწავლო
წელს დაგეგმილი ყველა საკითხი იქნა შესრულებული.
ეროვნული პროგრამის შესაბამისად, შემაჯამებელი
სამუშაოების ( საკონტროლო
წერა,ტესტური დავალება) ნორმები ყველა მასწავლებელს აქვს დაცული თითოეული
კლასსა და საგანში ,პროგრამა კი ამოწურული ყველა მასწავლებელმა კათედრაზე
წარმოადგინა შემაჯამებელი დავალებების გრაფიკი.
2017-2018 სასწავლო წელს კათედრაზე
მუშაობს კლუბი მეზღვაურთა შემოქმედება,
მასში გაერთიანებული მოსწავლეები აქტიურად ეწევიან
შემოქმედებით საქმიანობას,კლუბის მუშაობას ჰქონდა კარგი შედეგი. წლის განმავლობაში
გაწეული მუშაობის შედეგად,წახალისდა მოსწავლეთა ინტერესები,რამაც ხელი შეუწყო მათი
შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
წლის დასაწყისშივე შედგა
კლუბის სამოქმედო გეგმა . მის შექმნაში გათვალისწინებული
იქნა მოსწავლეთა წინადადებები. გამოიკვეთა
კლუბის წევრთა უფლებები და მოვალეობები.კლუბის წევრებმა დაისახეს სამომავლო მიზნები:
დასახული
მიზნების მიღწევა მოხერხდა:
- შეიქმნა კლუბი, წესდება, მოხდა მოსწავლეთა სურვილისამებრ გაერთიანება კლუბში;
- 26 დეკემბერს,ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული
კონკურსი და მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა,შემოქმედებითი საღამო
სახელწოდებით: „როცა სიტყვები ზედმეტია“
- გამოიცა საახალწლო მისალოცი საგაზეთო ნომერი კლუბის წევრების
:ენრიკო შერვაშიძისა და დავით ზინჩენკოს
მიერ , „გილოცავთ ახალ 2018 წელს“
- 28 მარტს კლუბის წევრები კლუბის ხელმძღვანელთან
და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებთან ერთად ეწვივნენ აჭარის ხელოვნების მუზეუმს, დაათვალიერეს ქართველ
მხატვართა ნამუშევრებთან ერთად ,ახალგაზრდა თურქი მხატვრის ფერწერული ნამუშევრები.
- ვერ მოხერხდა ვეფხისტყაოსნის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაგეგმილი
სამუშაოს განხორციელება, რომელსაც მომავალში დავგეგმავთ.
- განხორციელდა
გეგმით გათვალისწინებული მოსწავლის
(ლუკა ქავთარაძე)პოეტური ნამუშევრების ვიდეო-გადაღება და ატვირთვა ბლოგზე ლინკების
სახით.
საქმიანობა წარმატებული იყო განსაკუთრებით, ხელოვნებისა
და პოეზიის განვითარების კომპონენტში. მინდა ავღნიშნო ,რომ კლუბის მუშაობამ ძალიან შუწყო ხელი , მეთრთმეტე
კლასის მოსწავლის, იაგო შერვაშიძის შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და დახვეწას
,რომელმაც შესანიშნავ პროგრესს მიაღწია . უფრო მეტიც, ფერწერაშიც სცადა თავისი ოსტატური ფუნჯი.იაგოს ფართო აუდიტორიისათვის
გაცნობის მიზნით კლუბს გამიზნული აქვს სამომავლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება.
კლუბის მუშაობას
მეტ-ნაკლებად ჰქონდა ხარვეზებიც ,კლუბის წევრთა ჩართულობის მხრივ, რადგან ვერ მოხერხდა ყველა წევრის ჩართვა საკლუბო მუშაობაში.
სამომავლოდ მინდა კლუბის მუშაობა მეტად მრავალფეროვანი იყოს, ყურადღება მიექცეს მოსწავლეთა
იუმორისტული, სამსახიობო,ქორეოგრაფიულ,მუსიკალური უნარების განვითარებას.
სამომავლოდ ჩასატარებელ სამუშაოებს აუცილებლად დავგეგმავთ
მოსწავლეთა ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად,ვფიქრობ გაცილებით ეფექტური იქნება
საკლუბო მუშაობა.
2017
-2018 სასწავლო წელს , მოსწავლეთა რეიტინგული
ქულები დამაკმაყოფილებელია.
2017 -2018 სასწავლო წელს ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა ინტეგრირებულმა კათედრამ თავი გაართვა
სასწავლო წლის დასაწყისში დასახულ გეგმებსა
და ამოცანებს.
/ ა.ჯაყელი /
20.06.2018