გვერდები

суббота, 16 ноября 2019 г.

აჭარის პედაგოგთა VI რეგიონული კონფერენციისათვის საჭირო დოკუმენტაცია

აჭარის პედაგოგთა VI რეგიონული კონფერენცია 
ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აცხადებს აჭარის პედაგოგთა VI რეგიონული კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაციას.
კონფერენცია სახელწოდებით:  „სწავლა/სწავლების და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები” გაიმართება 2019 წლის 20-22 დეკემბერს.
კონფერენციის მიზანი: საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნობრივი მიმართულებებში; კლასკომპლექტში მუშაობის სპეციფიკის და სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვის გამოცდილების გაზიარება; სკოლაში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვის პრაქტიკა და გამოცდილების გაზიარება; სკოლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სწავლების გამოცდილების გაზიარება; განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, მართვის წარმატებული მაგალითების გაზიარება.
კონფერენციის ძირითადი მიმართულებები: ✓ სწავლების საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება ( ეროვნული სასწავლო გეგმ ით  განსაზღვრული საგნობრივი მიმართულებები ) ✓ კლასკომპლექტში მუშაობის სპეციფიკა და სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა
 ✓ ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების  სწავლების გამოცდილება; ✓ ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა; ✓ განათლების მართვის აქტუალური საკითხები.
VI კონფერენციის ეტაპები: I. 2019 წლის 28 ოქტომბერი - 18 ნოემბერი: კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით მსურველებმა უნდა შეარჩიონ თემა, მოამზადონ აბსტრაქტი და პრეზენტაციები, და  შევსებულ სარეგისტრაციო ფორმასა და ცნობასთან ერთად გადმოაგზავნონ შესაბამისი მიმართულების კოორდინატორთან.  II. 2019 წლის 2 დეკემბერი: თითოეული საგნობრივი მიმართულების ექსპერტი გამოვლენს  საუკეთესო ნაშრომებს. III. 2019 წლის 20-22 დეკემბერი: გამოვლენილი საუკეთესო ნაშრომების ავტორები წარსდგებიან აჭარის პედაგოგთა VI რეგიონულ კონფერენციაზე.  კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

კონფერენციის განრიგი:  I დღე - კონფერენციის გახსნა, საერთო პლენარული სესია (მომხსენებლები - აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილის საანგარიშო მოხსენება, განათლების სისტემის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან).
II და Ш დღე - სექციური მუშაობა:  1.
 ქართული ენა და ლიტერატურა  2.
 განათლების დაწყებითი საფეხური / კლასკომპლექტში სწავლება
2

3.

გეოგრაფია / ისტორია / სამოქალაქო განათლება / ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება
4.

უცხოური ენები
5.

მათემატიკა / ფიზიკა / ისტი
6.

ქიმია / ბიოლოგია / ბუნებისმეტყველება
7.

განათლების მართვა / ინკლუზიური განათლება / ხელოვნება / მუსიკა / სპორტი
Ш დღე - კონფერენციის დახურვა. (სექციური მუშაობა, სექციების შეჯამება. სერტიფიკატების გადაცემა.)
კონფერენციის თემატიკა: ✓ სწავლების საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება; ( ეროვნული სასწავლო გეგმ ით განსაზღვრული საგნობრივი მიმართულებები ) საუკეთესო გამოცდილება უნდა ეფუძნებოდეს თანამედროვე, ინოვაციურ პედაგოგიკურ მეთოდებსა და მიდგომებს: კვლევაზე/პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი; ინტეგრირებული გაკვეთილი, პროექტ-გაკვეთილი; ინოვაციური გაკვეთილი; ისტი-ს გამოყენება სასწავლო პროცესში; საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა და სხვა... ✓ კლასკომპლექტში მუშაობის სპეციფიკა და სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა

 კლასკომპლექტში მუშაობის სპეციფიკის და სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვის გამოცდილების გაზიარება: კლასის ორგანიზების ფორმები, სასწავლო ზონებში მუშაობის სპეციფიკა; გაკვეთილის დაგეგმვა თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებით, სწავლის პროცესში მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების სპეციფიკა. ✓ ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის  სწავლების გამოცდილება; კატასტროფების რისკის შემცირება  ეროვნულ სასწავლო გეგმაში; კატასტროფების რისკის შემცირების  სწავლების ხელშემწყობი საგანმანათლებლო რესურსები; კატასტროფების რისკის შემცირების  სწავლების მეთოდები და სტრატეგიები. ✓ ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა: სსსმ მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, პრობლემური ქცევის მართვა; სსსმ მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიები;  ადაპტირებული გაკვეთილები და სხვა... ✓ განათლების მართვის აქტუალური საკითხები: სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების წარმატებული თანამშრომლობა მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს განვითარებისთვის; სწავლა/სწავლების პროცესის მონიტორინგის და შეფასების სტრატეგიების დანერგვა სკოლაში; სკოლის  შიდა შეფასების დანერგვა სკოლის თვითშეფასების მიზნით და სკოლის დირექტორის როლი ამ პროცესში; სკოლაში ძალადობის პრევენცია და რეაგირება; სადამრიგებლო საქმიანობა (კლასის საათი დაგეგმვა, დამრიგებლის პროგრამის შემუშავება) სასკოლო პროექტების შემუშავება/განხორციელება და შეფასება

 კონფერენციაზე წარსადგენი დოკუმენტაცია: 

1. კონფერენციაში მონაწილეობის სარეგისტრაციო ფორმა                                                                         2. ცნობა სამუშაო ადგილიდან (ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული) 3. მოხსენების ერთგვერდიანი ანოტაცია (აბსტრაქტი) (სადაც აღწერილი იქნება წარმოდგენილი გამოცდილება) 4. საპრეზენტაციო პროგრამაში (PowerPoint ან Prezi) აგებული ვიზუალური მასალა (არაუმეტეს 15 სლაიდისა)        აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს:  ✓ საკონფერენციო ნაშრომი უნდა ეფუძნებოდეს მომხსენებლის  მიერ 2018-2019 სასწავლო წელს სასწავლო პროცესში განხორციელებულ აქტივობა/აქტივობებს. ✓ აღწერილობა უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს: მოხსენების სახელწოდებას, სასკოლო საფეხური/კლასი; მიზანი/მიზნები; გამოყენებული რესურსები; ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა; საკითხის აღწერას, განხორციელებულ სამუშაოებს/აქტივობებს, დასკვნას.                                                                                               ✓ აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს: word-ის დოკუმენტი, ერთი გვერდი, A4 ფორმატი, Sylfaen 11 შრიფტით, ხაზებს შორის დაშორება 1,0. აბსტრაქტის შეფასების კრიტერიუმები: 1. პრობლემის/ თემის აქტუალობა და კონფერენციის თემატიკისადმი შესაბამისობა - (0- 3 ქ) 2. საქმიანობის მიზნები გასაგებად და კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული, მოსწავლეზეა ორიენტირებული, მიზნის მიღწევა შესაძლებელია აღწერილი საქმიანობით - (0- 3 ქ) 3. აქტივობების თანმიმდევრობა ლოგიკურია, ეხმარება მოსწავლეებს  შესაბამისი ახალი ცოდნის შეძენასა და შესაბამისი უნარების განვითარებაში - (0- 3 ქ) 4. აქტივობებში ჩანს მოსწავლეთა / მასწავლებელთა ჩართულობა და მათი როლი - (0-3 ქ) 5. მოხსენება სტრუქტურულად გამართულია ( მოიცავს მოხსენების სახელწოდებას , მიზანს ; განხორციელებულ სამუშაოებს / აქტივობებს , დასკვნას ) - (0-3 ქ)

პრეზენტაციის ფორმა:        საპრეზენტაციო ფორმატში (Power Point ან Prezi) აგებული მოხსენების თეზისები და სადემონსტრაციო მასალა (არაუმეტეს 15 სლაიდისა), მოხსენების რეგლამენტი - 10 წუთი.   პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები: 1. პრეზენტაციის  შინაარსი და თვალსაჩინოება წარმოდგენილი მოხსენების შესაბამისია - (0- 3 ქ)  2. პრეზენტაციაში  წარმოდგენილია საქმიანობის საკვანძო  ასპექტები - (0– 3 ქ) 3. პრეზენტაციაში  დაცულია ბალანსი თვალსაჩინოებასა და ტექსტს შორის - (0-3 ქ)                                                                                                           
2

ყველა მასალა უნდა გამოიგზავნოს  ელექტრონულად ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის შესაბამისი მიმართულების კოორდინატორთან შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: ✓ ქართული ენა და ლიტერატურა, განათლების დაწყებითი საფეხური, კლასკომპლექტში სწავლება -  ხატია ბერიძე:  599 05-78-50; E-mail: khatiaberidze7@gmail.com

✓ უცხოური ენები (ინგლისური/რუსული/გერმანული/ფრანგული), გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება, კატასტროფების რისკის შემცირება -               გიული მიქელაძე:  599 50-70-56; E-mail: mikeladzegiuli@gmail.com 

✓ ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება, ფიზიკა, მათემატიკა, ისტი, ინკლუზიური განათლება -               თინათინ ციცხვაია:  599 - 58-58-31; E-mail: tiatsitskhvaia@gmail.com 

✓ ხელოვნება, მუსიკა, სპორტი, განათლების მართვა -               ირმა მახარაძე: 599 - 74-30-08; E-mail: irmamakharadze1@gmail.com

დოკუმენტაციის მიღება დაიწყება  2019 წლის  28 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 2019 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე.

შენიშვნა :
 1.
 ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთით ეთ საგანი ! 2. არასრული ინფორმაციის შემცველი განაცხადები არ განიხილება !                                                                                                                 3. ვადების დარღვევით შემოსული განაცხადი არ განიხილება !
 4. ინტეგრ ირებული პროექტი ს წარმოდგ ე ნის შემთხვევაში მხოლოდ ერთი ავტორი მიიღებს მონაწილეობას კონფერენციაში .
 5.
 მონაწილეს მხოლოდ ერთ ი მიმართულებით შეუძლია თემის წარმოდგენა




სარეგისტრაციო ფორმა:


სახელი - ..................................................


გვარი -  ....................................................


პირადი ნომერი -  .......................................


ქალაქი/მუნიციპალიტეტი - .........................................


ელექტრონული ფოსტის მისამართი -  ....................................


ტელეფონის ნომერი -  .................................................


სკოლა - ......................................................


თანამდებობა -  ................................................ ............................. (დირექტორი/მოადგილე)


საგანი -....................................................

სტატუსი - ....................... (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი, მენტორი, სპეც. მასწავლ.)


მოხსენების სახელწოდება -  .......................................................................................................................................................................................................