2019 წლის 20-22 დეკემბერს, ციხისძირში სასტუმრო "კასტელო მარეში" გაიმართა პედაგოგთა VI რეგიონული კონფერენცია,რომელშიც მონაწილეობდა აჭარის რეგიონიდან 108 მომხსენებელი.აღნიშნულ კონფერენციაზე პრეზენტაცია-მოხსენება წარმოადგინა მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ანჟელა ჯაყელმა სახელწოდებით "სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წარმატებული გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება".კონფერენციამ სასიამოვნოდ და საინტერესოდ ჩაიარა.საზეიმო დახურვას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტრისა და სპორტის მინისტრი,აჭარისა და თბილისის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტები,კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhBarCf2jU39MfgO8nbgwsXejJLVW8QRQkM4-02V-zFJ2a3asv9sE-PR9XkZNnCz9JwklKo1PfRdTXjC3X01_Ku6Qw8JHT6xt3_D-wXqAXQ789J6a95i-8udtwqvzGMBPjx1gHg7AqHy3tS/s640/1578312341673890-5.png)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjJyO7tF6x1sldff8paTw1ZaoDkr8QOSkflfej61wj_Js0SvQjrt4ZdH22TE4kyWB_TckWicYAvxBYFiKahH3SndU_KsUccVHZTCukOhDysH_rlEMQkxKs42Tow6G4MwXf9MHm3NGcG_2PM/s640/1578312346298009-4.png)