momentos mori (გახსოვდეს,რომ სიკვდილი გელის“) — ლათინური გამოთქმა, რომელიც სათავეს იღებს ძველ რომში გავრცელებული პრაქტიკიდან; როდესაც სარდალი ბრძოლიდან გამარჯვებული ბრუნდებოდა და საზეიმო მსვლელობისას („ტრიუმფი“) რომის მოქალაქეთა ბრბოსაგან ქებასა და პატივისცემას იღებდა, არსებობდა რისკი, რომ იგი ამპარტავნებისა და დიდებულების ილუზიის მსხვერპლად იქცეოდა, ამის თავიდან ასარიდებლად, მის უკან მდგარი მონა ეუბნებოდა „Respice post te. Hominem te memento“ („იზრუნე [დროზე შენი სიკვდილის შემდეგ] და გახსოვდეს, რომ [მხოლოდ] კაცი ხარ“). ფრაზას ხელახლა იყენებდნენ შუა საუკუნეებში და ის დაკავშირებული იყო ars moriendi-სა („სიკვდილის ხელოვნება“) და მასთან კავშირის მქონე ლიტერატურასთან. Memento moriასკეტური დისციპლინის მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც განმარტოვებასა და სხვა სათნოებებზე ზრუნვით პიროვნული სრულყოფისა და ყურადღების სულის უკვდავებისა და საიქიო ცხოვრებისაკენ მიპყრობის საშუალება.
ხელოვნებაში mementos mori მხატვრული ან სიმბოლური შეხსენებაა.ევროპის ქრისტიანული ხელოვნების კონტექსტში, ესაა „გამოთქმა… ქრისტიანობის ზრდასთან ერთად განვითარებული, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ზეცაზე, ჯოჯოხეთსა და საიქიო ცხოვრებაში სულის ხსნაზე“.