გვერდები

вторник, 10 сентября 2019 г.

კლასსაათები აქტუალურ თემებზე





გაკვეთილის გეგმა


·       მასწავლებლის სახელი, გვარი:   ანჟელა ჯაყელი
·         პირადი ნომერი: 61004049242
·       საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
·       სწავლების საფეხური /კლასი:  საშუალო საფეხური, X კლასი.
·       მოსწავლეთა რაოდენობა  36
·       გაკვეთილის თემა: ბულინგი და მისი გადაჭრის გზები                                                                                                                                                            

  გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებში ტოლერანტობის,ემპათიის, თანადგომის უნარების განვითარება, ბულინგის რაობის გაგება და მისი პრევენციის სწავლება, ბულინგის თავიდან აცილების მიზნით.
    გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  მოსწავლეებმა იციან ბულინგისა და მისი გამოწვევის მიზეზების  შესახებ, ფლობენ ბულინგის საპრევენციო უნარებს, გააზრებული აქვთ ემპათიისა და ტოლერანტობის განცდა



N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)
1.
საორგანიზაციო საკითხის მოგვარება; მიზნისა და თემის განსაზღვრა.
მასწავლებელი საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მოსწავლეებს სლაიდის საშუალებით აცნობს გაკვეთილის თემას,მიზნებს,გაკვეთილის ბოლოს მისაღწევ შედეგებს.
საუბარი
საერთო საკლასო
 სლაიდი,
მონიტორი,
კომპიუტერი.
5 წთ
2.
წინარე ცოდნის გააქტიურებისათვის მასწავლებელი კლასს მიმართავს კითხვებით როგორ ესმით ბულინგის მნიშვნელობა
1.რა არის ბულინგი?
2.აგრესია?
3.რამდენად აქტუალურია ეს თემა დღეს?
4.შესაძლებელია თუ არა ნებისმიერი ადამიანი იყოს ბულინგის მსხვერპლი?
5.თქვენ ყოფილხართ მსგავს სიტუაციაში?თუ პირიქით
6.რა დამოკიდებულება გაქვთ ამ  პრობლემისადმი?

    გონებრივი
         იერიში
საერთო საკლასო.
მონიტორი,პროექტორი,სლაიდი - კითხვები გონებრივი იერიშისათვის,

7 წთ
3.
მასწავლებელი აკეთებს კომენტარს მინი -ლექციის სახით ესაუბრება ბულინგის რაობაზე, მის სახეებზე , გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე.აჩვენებს სლაიდს
საუბარი,მინი-ლექცია

საერთო საკლასო
მონიტორი, სლაიდი
10 წთ
4.





 საკითხის გააზრების მიზნით
აწყობს დისკუსიას :
1.დაასახელეთ ბულინგის მახასიათებლები
2.ვინ შეიძლება იყოს ბულინგის რისკ-ჯგუფში?
3.არის თუ არა ბულინგი და შევიწროება ერთი და იგივე?
4. არის თუ არა კომპიუტერული თამაშები,როგორც ბულინგის ხელშემწყობი ფაქტი.
5.აგრესია არ ქრება უკვალოდ!



დისკუსია
საკლასო

კითხვები დაფაზე
10 წთ
5.
განმტკიცება-გამოყენება
მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეთა ნამუშევრებს, აკეთებს მოკლე კომენტარს და ავალებს მოსწავლეებს შეავსონ ცხრილი
ვინ არის პასუხისმგებელი?
(სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებელი,მანდატური,მშობელი,კლასის დამრიგებლი, მე, სხვა)?
ბ) სტატისტიკური მაჩვენებლების შედარება
4 მაისი ბულინგთან ბრძოლის დღე ფლეშმობის მოწყობა „STOP BULLING  
კითხვები მსჯელობისათვის
საერთო საკლასო
სლაიდი, მონიტორი,კომპიუტერი.ცხრილი
10წთ
6.
შეფასება.
გაკვეთილის მიმდინარეობისას  მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ  შეფასებებს
განმავითარებელი

საერთო საკლასო
-
2წთ
7.
 საშინაო დავალება.
მოსწავლეებს ეძლევათ დაწერონ ესე :
სად არის გამოსავალი,როგორ დავძლიოთ ბულინგი?
ესეს წერა
საერთო საკლასო
რვეული,საწერ კალამი
1წთ





კლასსათი თემაზე: პროფესიის არჩევანი და სწრაფვა წარმატებისაკენ


1.    მისალმება, ახალი სასწავლო წლის მილოცვა ,წარდგენა

მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა მოგილოცავთ სტუდენტობას, ახალ სასწავლო წელს, გისურვებთ წარამატებებსა და მტკიცე შემართებას.მე გახლავართ თქვენი საგნის ხელმძღვანელი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ანჟელა ჯაყელი. დღევანდელი შეხვედრა არ არის საგაკვეთილო პროცესი, დღეს ჩვენი შეხვედრა კლასაათის თემატიკით განისაზღვრება. ვინაიდან თქვენ ხართ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები აქედან გამომდინარე ვისაუბრებთ პროფესიაზე, მის არჩევანსა და წარმატების მიღწევის გზებზე.თქვენ რათქმაუნდა არჩევანი უკვე გააკეთეთ ,გადაწყვიტეთ მეზღვაურობა,მაგრამ მიზნის განხორციელებას სჭირდება შრომა, გარჯა და მოთმინება. მაშ ასე ჩვენი შეხვედრის თემაა: „პროფესიის არჩევანი და სწრაფვა წარმატებისაკენ“(სლაიდი)

2.     გთხოვთ დააკვირდით მონიტორზე გამოსახულ კითხვებს და უპასუხეთ შეკითხვებს:
( აუდიტორიას ვეკითხები გასაგებად არის თუ არა დასმული შეკითხვა ,გაუგებარი ხომ არაა რაიმე)

1.რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა პროფესის არჩევისას?
2.თქვენი აზრით, რა უფრო მნიშვნელოვანია ,როცა პროფესიას ირჩევთ : პირადი ინტერესები, საკუთარი მონაცემები,პროფესიის მოთხოვნა ბაზარზე როცა  დასაქმების მეტი შანსია, თუ ის ფაქტორი რამდენად პრესტიჟული და შემოსავლიანია  პროფესია?
3.თქვენ რა კრიტერიუმით,ანუ რა ნიშნით შეარჩიეთ პროფესია?
4.როგორია თქვენი მოლოდინი ამ სასწავლებლისგან?
(ვარიგებ ფურცლებს და სტუდენტები აფიქსირებენ საკუთარ აზრს,ვაკრავ კედელზე აზრების ხეს,რომელზედაც დაფიქსირდება პასუხები)

3.     მინი ლექცია +  მე-4 სლაიდი
ცხოვრების გარკვეულ  ეტაპზე ადამიანის წინაშე დგება პროფესიის არჩევის საკითხი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის განვითარების, მისი შესაძლებლობების გამოვლენის, ინტერესების განხორციელებისათვის,გარდა ამისა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ადამიანი ირჩევს პროფესიას ეს არის მატერიალური კეთილდეღეობის შექმნა, კარგი შემოსავალი,დასაქმება. თუკი ადამიანები ყველა ამ ფაქტორს გაითვალისწინებენ პროფესიის არჩევისას შეიქმნიან იდეალურ მომავალს.  ამიტომაც აუცილებელია ახალგაზრდა, რომელიც ირჩევს პროფესიას დაფიქრდეს კარგად არის თუ არა მისთვის  საინტერესო, შეძლებს თუ არა საკუთარი ძალებით, გადალახოს წინააღმდეგობები, რომლებიც თან ახლავს ამ პროფესიას, არის თუ არა მოთხოვნადი ბაზარზე,ანუ შეუძლია თუ არა დასაქმება და რაც მთავარია შეიქმნის თუ არა მატერიალურ პირობებს. მაგრამ მიზანი მიზნად დარჩება შრომის ,უდიდესი ნებისყოფისა და გარჯის გარეშე , ამიტომ აუცილებელია მიზნის განსახორციელებლად სწრაფვა წარმატებისაკენ .
4.       დისკუსია-გაეცანით კითხვებს და უპასუხეთ
·         ახლა როცა არჩევანი გააკეთა თითოეულმა თქვენგანმა, როგორ გეგმავთ წარმატების მიღწევას,როგორია თქვენი გეგმა?
·         რა თვისებები გეხმარებათ წარმატების მიღწევაში?

5.     გამთლიანება- წარმატების მიღწევის გზები

წარმატების მისაღწევად უამრავი ხერხი, მეთოდი, რჩევა არსებობს, არსებობს უამრავი ფაქტი წარმატებული ადამიანების ცხოვრებიდან, მაგრამ ყველაზე მთავარი წარმატების გზაზე მაინც მიზანსწრაფულობა, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი,რისკი, საკუთარი ძალების მობილიზება, დაგეგმვა, გეგმის  განხორციელება  და ოპტიმიზმი შინაგანი რწმენაა საჭირო