გვერდები
- მთავარი
- კათედრის წევრები
- კათედრის წევრთა დემოგრაფიული მონაცემები
- სასწავლო წლის კალენდარი
- დებულება
- კათედრის სამუშაო გეგმა
- თემატური გეგმები,სილაბუსები
- კათედრის გრიფირებული სახელმძღვანელოები
- შემაჯამებელი სამუშაოების ჩატარების განრიგი
- ეროვნული გეგმა/სტანდარტი
- საკონფერენციო მასალები
- ოქმები
- შეფასების რუბრიკები
- კათედრის საგაზეთო ნომრები
- სემესტრისა და წლიური ანგარიშები
- ღონისძიებები
- ჩატარებული გაკვეთილები
- საკლუბო მუშაობა
- გაკვეთილის გეგმები
- რესურსები ქართულის გაკვეთილისათვის
- ელექტრონული ბიბლიოთეკა
- შემაჯამებელი ტესტები
- სხვადასხვა დამხმარე რესურსი
- დროის მართვა გაკვეთილზე
- ქართული ენის სიწმინდისათვის
- ტრენინგები
- ქართულის მასწავლებლის დამხმარე ლიტერატურა
пятница, 27 декабря 2019 г.
კათედრის 2019 სასწავლო წლის I სემესტრის ანგარიში
შპს ,,მახინჯაურის საზღვაო
ლიცეუმის“ ქართული ენისა და
ლიტერატურის და უცხო
ენათა ინტეგრირებული კათედრის მუშაობის
2019 სასწავლო
წლის I სემესტრის
ა ნ გ ა რ ი შ ი
შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის, ქართული
ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა კათედრა აერთიანებს ქართული ენისა და უცხო ენების
(რუსული ენა,ინგლისური ენა) საგნებს. ვინაიდან დღეს ჰუმანიზმი, ესთეტიკა, ტოლერანტობა
და ადამიანური ურთიერთობები უმთავრესია პიროვნების ჩამოყალიბებაში, საგნების სწავლების ერთ-ერთი ძირითადი მიზანიც მოსწავლეთა ჰუმანური, ტოლერანტული, კრიტიკული სააზროვნო და საკომუნიკაციო უნარებით აღზრდაა, რათა სხვადასხვა
კუთხითა და გზით, მივცეთ მათ შესაძლებლობა
განსაზღვრონ თავიანთი ადგილი სამყაროში. კათედრაზე მუდმივად ეწყობა სხდომები, სადაც
განიხილება წლიური სასწავლო გეგმები, ახალი სახელმძღვანელოები, იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, კათედრის საორგანიზაციო საკითხები.
სასწავლო წლის დასაწყისში ჩატარდა კათედრის
პირველი სხდომა (იხილეთ: კათედრის სხდომის
ოქმი #1, 26 აგვისტო, 2019 წ ) სხდომაზე ავირჩიეთ კათედრის ხელმძღვანელი (ა.ჯაყელი) და მდივანი (მ.წულუკიძე), განვიხილეთ 2019-2020 სასწავლო წლის კათედრის სამუშაო გეგმა,
შევარჩიეთ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები (იხილეთ
დანართი - გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების
ჩამონათვალი), განვიხილეთ საკითხი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესაბამისად
აქტივობებათა დაგეგმვა-განხორციელების შესახებ.(მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
სქემა) , განვიხილეთ საგნობრივი სტანდარტები,
განაწილდა საათობრივი ბადის მიხედვით საათები კათედრის წევრებს შორის, დაიგეგმა თემატურ-კალენდარული
გეგმების შედგენა ეროვნული სასწავლო გეგმისა და მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით; მოხერხდა პროფესიული განვითარების მიზნით მასწავლებელთა
მობილიზება და სავალდებულო და დამატებით აქტივობებში ჩართვა.
კათედრის მეორე სხდომა ჩატარდა 2019 წლის, 28 აგვისტოს . განვიხილეთ და დავამტკიცეთ
კათედრაზე გაერთიანებული სხვადასხვა საგნის პედაგოგების მიერ შედგენილი კალენდარული
გეგმები (ოქმი #2, 28 აგვისტო, 2019 წ),
დავამტკიცეთ აგრეთვე კათედრის სამუშაო გეგმა, შემუშავდა მოსწავლეთა შეფასების კომპონენტები
(იხილეთ
https: /katedraqartulieniadaliteratura.blogspot.com/p/blog-page_93.html)
დადგინდა შემაჯამებელი სამუშაოების რაოდენობა და დავალების ტიპები.(იხილეთ შემაჯამებლის ეგზემპლარები) , სხდომაზე
განხილული საკითხი - მეათე კლასებში აქტუალურ თემებზე კლასსაათების ჩატარებასთან დაკავშირებით,
წარმატებით განხორციელდა ქართული ენის კათედრის მიერ, ჩატარდა კლასსაათები თემაზე:
1. პროფესიის არჩევანი და გზა წარმატებსაკენ;
2.ბულინგი და მისი დაძლევის გზები ( იხ.კლასსაათების გეგმა ) გამოიცა სასწავლო
წლის დაწყებასთან დაკავშირებით კათედრის საგაზეთო ნომერი.
20 სექტემბერს გაიმართა კათედრის მესამე
სხდომა (ოქმი #3, 20 სექტემბერი,2019 წ ),
სადაც განვიხილეთ საკითხი საკლუბო მუშაობის შესახებ, დავადგინეთ, რომ ამოქმედდეს კლუბი
და მასში გაერთიანდნეს შემოქმედებითი უნარებით
გამორჩეული მოსწავლეები, მეორე სემესტრისათვის
კი შემუშავდეს კლუბის სამუშაო გეგმა და აიტირთოს კლუბის ბლოგზე საჭირო და აუცილებელი
დოკუმენტაცია.განახლდა მეზღვაურთა შემოქმედებითი
კლუბის მუშაობაც, რომლებშიც გაწევრიანდნენ ახალი მსურველები.
კათედრის მეოთხე სხდომა გაიმართა 2019 წლის,20
ოქტომბერს, განვიხილეთ დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული საკითხები, მასწავლებელთა
მიერ თვითშფასების კითხვარისა და სამოქმედო
გეგმის შედგენისა და მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების სქემაში 30.11.2019 წ-მდე ატვირთვის
შესახებ (ოქმი #4).კათედრის წევრებმა
შეავსეს თვითშეფასების კითხვარი და ატვირთეს
სამოქმედო გეგმები.
2019 წლის 30 ოქტომბერს, გაიმართა კათედრის მეხუთე
სხდომა (ოქმი #5) , რომელიც შეეხებოდა
სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში მოსწავლეთა და კათედრის წევრთა ჩართვასას და მონაწილეობას,
სხდომაზე განიხილეს აჭარის პედაგოგთა მეექვსე
რეგიონულ კონფერენციაში მასწავლებელთა ჩართვის საკითხი, კონფერენციის სექციური მიმართულებები
და დოკუმენტაციის გაგზავნის ვადები. კონფერენციაში მონაწილეობის
შესახებ სურვილი გამოთქვა კათედრის წევრმა ა.ჯაყელმა.
2019 წლის, 12 დეკემბერს, მოეწყო მეათე კლასისა
და კათედრის თემატური გასვლითი ღონისძიება სამების ეკლესიაში, რომლის მიზანი გახლდათ
მეათე კლასში, ჰაგიოგრაფიის სწავლებასთან დაკავშირებით, სამონასტრო ცხოვრების წეს-განგების
გაცნობა და სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება. წინასწარ შემუშავდა ღონისძების გეგმა,
დაისახა მიზნები, შედგა მონაწილეთა სია, ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ კათედრის წევრები
:ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი -ანჟელა ჯაყელი, ინგლისური ენის მასწავლებელი
- ია ვერულიძე და კლასის ხელმძღვანელი - გიული
ბერიძე.
(იხილეთ: http://www.liceum-bntu.ge/liceum/; https://katedraqartulieniadaliteratura.blogspot.com/2020/01/blog-post.html;)
2019 წლის,19 დეკემბერს გაიმართა კათედრის მეექვსე
სხდომა (ოქმი#6), სადაც აღნიშნეს კონფერენციაში
გამარჯვებული კათედრის წევრის ა.ჯაყელის შესახებ, რომელიც მიწვეული იქნა 21-23 დეკემბერს, კონფერენციის მონაწილე, როგორც გამარჯვებული აჭარის
პედაგოგთა მეექვსე რეგიონულ კონფერენციაში სახელწოდებით -„ სწავლა სწავლების თანამედროვე
მიდგომები“. 21-23 დეკემბერს, ა.ჯაყელი კონფერენციაზე წარსდგა მოხსენებით თემაზე: „სასწავლო
პროცესში ისტ ტექნოლოგიების გამოყენების წარმატებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.“(იხილეთ:http://www.liceum-bntu.ge/liceum/; https://katedraqartulieniadaliteratura.blogspot.com/2020/01/blog-post_6.html)
სემესტრის დასასრულს კათედრის მიერ გამოიცა საახალწლო
მისალოცი გაზეთი- „გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ
წელს!“
ახალი სასწავლო წლისათვის პრიორიტეტად დავისახეთ
ინტერაქტიური სწავლება, კლასგარეშე მუშაობა
მოსწავლეებთან. საგნის სწავლება გაკვეთილისადმი
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად , მონიტიორინგი საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულებაზე,
ახალი ინოვაციური პროგრამებისა და ტექნოლოგიების გამოყენებაზე .
კათედრის
ხელმძღვანელი: /ა.ჯაყელი /
Подписаться на:
Сообщения (Atom)