გვერდები

суббота, 29 августа 2020 г.

 

                                  შპს  ,,მახინჯაურის  საზღვაო  ლიცეუმის“ ქართული ენისა   და      

                             ლიტერატურის  და   უცხო ენათა ინტეგრირებული  კათედრის                   მუშაობის

                                                  2019-2020   სასწავლო  წლის  

                                                            

                                                                                           

 

        შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის, ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა კათედრა აერთიანებს ქართული ენისა და უცხო ენების (რუსული ენა,ინგლისური ენა) საგნებს. ვინაიდან დღეს ჰუმანიზმი, ესთეტიკა, ტოლერანტობა და ადამიანური ურთიერთობები უმთავრესია პიროვნების ჩამოყალიბებაში,  საგნების სწავლების ერთ-ერთი ძირითადი მიზანიც მოსწავლეთა  ჰუმანური, ტოლერანტული, კრიტიკული სააზროვნო  და საკომუნიკაციო უნარებით აღზრდაა, რათა სხვადასხვა კუთხითა  და გზით, მივცეთ მათ შესაძლებლობა განსაზღვრონ თავიანთი ადგილი სამყაროში. კათედრაზე მუდმივად ეწყობა სხდომები, სადაც განიხილება წლიური სასწავლო გეგმები, ახალი სახელმძღვანელოები, იგეგმება  სხვადასხვა ღონისძიებების  ჩატარება, კათედრის საორგანიზაციო საკითხები.

      სასწავლო წლის დასაწყისში ჩატარდა კათედრის პირველი სხდომა (იხილეთ: კათედრის სხდომის ოქმი #1, 26 აგვისტო, 2019 წ ) სხდომაზე ავირჩიეთ კათედრის ხელმძღვანელი (ა.ჯაყელი) და მდივანი (მ.წულუკიძე), განვიხილეთ  2019-2020 სასწავლო წლის კათედრის სამუშაო გეგმა, შევარჩიეთ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები (იხილეთ დანართი  - გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ჩამონათვალი),  განვიხილეთ საკითხი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესაბამისად აქტივობებათა  დაგეგმვა-განხორციელების  შესახებ.(მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა) ,  განვიხილეთ საგნობრივი სტანდარტები, განაწილდა საათობრივი ბადის მიხედვით საათები კათედრის წევრებს შორის, დაიგეგმა თემატურ-კალენდარული გეგმების შედგენა ეროვნული სასწავლო გეგმისა და მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით;     მოხერხდა პროფესიული განვითარების მიზნით მასწავლებელთა მობილიზება და სავალდებულო და დამატებით აქტივობებში ჩართვა.

  კათედრის მეორე სხდომა ჩატარდა  2019 წლის, 28 აგვისტოს . განვიხილეთ და დავამტკიცეთ კათედრაზე გაერთიანებული სხვადასხვა საგნის პედაგოგების მიერ შედგენილი კალენდარული გეგმები (ოქმი #2, 28 აგვისტო, 2019 წ), დავამტკიცეთ აგრეთვე კათედრის სამუშაო გეგმა, შემუშავდა მოსწავლეთა შეფასების კომპონენტები (იხილეთ   https: /katedraqartulieniadaliteratura.blogspot.com/p/blog-page_93.html) დადგინდა შემაჯამებელი სამუშაოების რაოდენობა და დავალების ტიპები.(იხილეთ შემაჯამებლის ეგზემპლარები) , სხდომაზე განხილული საკითხი - მეათე კლასებში აქტუალურ თემებზე კლასსაათების ჩატარებასთან დაკავშირებით, წარმატებით განხორციელდა ქართული ენის კათედრის მიერ, ჩატარდა კლასსაათები თემაზე:  1. პროფესიის არჩევანი და გზა წარმატებსაკენ;  2.ბულინგი და მისი დაძლევის გზები ( იხ.კლასსაათების გეგმა ) გამოიცა სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კათედრის საგაზეთო ნომერი.

          20 სექტემბერს გაიმართა კათედრის მესამე სხდომა (ოქმი #3, 20 სექტემბერი,2019 წ ), სადაც განვიხილეთ საკითხი საკლუბო მუშაობის შესახებ, დავადგინეთ, რომ ამოქმედდეს კლუბი და მასში  გაერთიანდნეს შემოქმედებითი უნარებით გამორჩეული  მოსწავლეები, მეორე სემესტრისათვის კი შემუშავდეს კლუბის სამუშაო გეგმა და აიტირთოს კლუბის ბლოგზე საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია.განახლდა  მეზღვაურთა შემოქმედებითი კლუბის მუშაობაც, რომლებშიც გაწევრიანდნენ ახალი მსურველები.

(ოქმი #3 კლუბის ბლოგის მისამართი: https://theartofsailorsliceumi.blogspot.com/)

       კათედრის მეოთხე სხდომა გაიმართა 2019 წლის,20 ოქტომბერს, განვიხილეთ დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული საკითხები, მასწავლებელთა მიერ თვითშფასების კითხვარისა და სამოქმედო  გეგმის შედგენისა და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში 30.11.2019 წ-მდე  ატვირთვის  შესახებ (ოქმი #4).კათედრის წევრებმა შეავსეს  თვითშეფასების კითხვარი და ატვირთეს სამოქმედო გეგმები.

  2019 წლის 30 ოქტომბერს, გაიმართა კათედრის მეხუთე სხდომა (ოქმი #5) , რომელიც შეეხებოდა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში მოსწავლეთა  და კათედრის წევრთა ჩართვასას და მონაწილეობას, სხდომაზე განიხილეს აჭარის  პედაგოგთა მეექვსე რეგიონულ კონფერენციაში მასწავლებელთა ჩართვის საკითხი, კონფერენციის სექციური მიმართულებები და დოკუმენტაციის გაგზავნის ვადები. კონფერენციაში  მონაწილეობის  შესახებ სურვილი გამოთქვა კათედრის წევრმა ა.ჯაყელმა.

  2019 წლის, 12 დეკემბერს, მოეწყო მეათე კლასისა და კათედრის თემატური გასვლითი ღონისძიება სამების ეკლესიაში, რომლის მიზანი გახლდათ მეათე კლასში, ჰაგიოგრაფიის სწავლებასთან დაკავშირებით, სამონასტრო ცხოვრების წეს-განგების გაცნობა და სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება. წინასწარ შემუშავდა ღონისძების გეგმა, დაისახა მიზნები, შედგა მონაწილეთა სია, ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ კათედრის წევრები :ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი -ანჟელა ჯაყელი, ინგლისური ენის მასწავლებელი - ია ვერულიძე  და კლასის ხელმძღვანელი - გიული ბერიძე.(იხილეთ:http://www.liceum-bntu.ge/liceum/; https://katedraqartulieniadaliteratura.blogspot.com/2020/01/blog-post.html;)

     2019 წლის,19 დეკემბერს გაიმართა კათედრის მეექვსე სხდომა (ოქმი#6), სადაც აღნიშნეს კონფერენციაში გამარჯვებული კათედრის წევრის ა.ჯაყელის შესახებ, რომელიც მიწვეული იქნა 21-23 დეკემბერს,  კონფერენციის მონაწილე, როგორც გამარჯვებული აჭარის პედაგოგთა მეექვსე რეგიონულ კონფერენციაში სახელწოდებით -„ სწავლა სწავლების თანამედროვე მიდგომები“. 21-23 დეკემბერს, ა.ჯაყელი კონფერენციაზე წარსდგა მოხსენებით თემაზე:  „სასწავლო პროცესში ისტ ტექნოლოგიების გამოყენების წარმატებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.“(იხილეთ:http://www.liceum-bntu.ge/liceum/;   https://katedraqartulieniadaliteratura.blogspot.com/2020/01/blog-post_6.html)

 სემესტრის დასასრულს კათედრის მიერ გამოიცა საახალწლო მისალოცი გაზეთი- „გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!“

  2019-20 სასწავლო წლისათვის კათედრამ  პრიორიტეტად დაისახა  ინტერაქტიური  სწავლება, კლასგარეშე მუშაობა მოსწავლეებთან.

          2019-20 სასწავლო წლის, 8 იანვარს ჩატარდა კათედრის მე-7 სხდომა,(იხ.ოქმი#7)

რომელზედაც წარმოდგენილი იყო საკითხები:

1.მეორე სემესტრისათვის სასწავლო კალენდარული გეგმების მიღება- დამტკიცების შესახებ;

2. მეორე სემესტრის შემაჯამებელი დავალებების ჩატარების განრიგების  წარდგენის შესახებ;

კათედრაზე დროულად ჩაბარდა აუცილებელი დოკუმენტაცია, განხილული იქნა და დამტკიცდა მეორე სემესტრის თემატურ-კალენდარული  გეგმები და შემაჯამებელ დავალებათა გრაფიკები ქართულ და უცხოურ ენებში.

2019-20 სასწავლო წლის,30 იანვარს ჩატარდა კათედრის რიგით მე-8 სხდომა (იხ.ოქმი#8)

რომელიც შეეხებოდა კათედრის სამუშაო გეგმის მიხედვით დაგეგმილ ღონისძიებებს ა) 5 თებერვლის, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღის, აღნიშნვას ბიბლიოთეკასთან ერთად;

ბ) შემოქმედებითი კლუბის წევრთა ჩართვას ღონისძიებაში.

გ) საგაზეთო ნომრის გამოცემას ამ თარიღთან დაკავშირებით;

აგრეთვე, მეორე სემესტრში ურთიერთდასწრების  გაკვეთილებისათვის ჩატარებას.

დაიგეგმა და მომზადდა ღონისძიება,“იკითხე ხმამაღლა,შეცვალე სამყარო უკეთესობისაკენ“ , დაიგეგმა კათედრის საგაზეთო ნომრის გამოშვება სახელწოდებით „წიგნი თავისუფლებაა,კითხვა კი ბედნიერება“ შედგა ურთიერთდასწრების გაკვეთილების გრაფიკიც, მაგრამ ,სამწუხაროდ, მეორე სემესტრში დაგეგმილი ღონისძიებები, , რომლებიც განსაზღვრული იყო კათედრის გეგმით საყოველთაო პანდემიური პირობების გამო, ვეღარ განხორციელდა ( საკლუბო მუშაობა და სხვა დაგეგმილი კლასგარეშე ღონისძიებები, ურთიერთდასწრების გაკვეთილები,ეროვნული თვითშეგნების მიზნით ქართული დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩვენება,ტრენინგებში მონაწილეობა) ბიბლიოთეკასთან ერთად დაგეგმილი ღონისძიება, წიგნის დღესთან დაკავშირებით გადაიდო გაუთვალისწინებელი არდადეგების გამო და შემდგომშიც ვერ განხორციელდა.

2020 წლის 21 აპრილს ჩატარდა კათედრის მე-9 სხდომა (იხ.ოქმი #9) დისტანციურ რეჟიმში,რომელიც მოიცავდა დისტანციური მუშაობის განხილვას საყოველთაო პანდემიის პირობებში,კათედრამ მიზნად დაისახა დისტანციური გაკვეთილების საინტერესოდ და ორგანიზებულად ჩაატარება.

კათედრამ  დისტანციური სწავლებას და  2019-2020  სასწავლო წლის მეორე სემესტრში,  მიზნად დასახულ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად  ინტერაქტიურ  სწავლებასა და საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულებას, ახალი ინოვაციური პროგრამებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით,  თავი კარგად გაართვა  კათედრის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ ონლაინ სწავლების რეჟიმში და ეფექტურად გამოიყენეს  ინოვაციური მიდგომები, რესურსები და ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში.

2020 წლის 11 მაისს,ჩატარდა რიგით მე-10 სხდომა(იხ.ოქმი#10)რომელზეც განიხილებოდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

 1. 2019-2020 სასწავლო წელს მოსწავლეთა წლიური შეფასების შესახებ ინფორმაციის გაცნობა;

2.  განსაზღვრულ ვადებში მე-12 კლასებში სწავლის დასრულებისა და შეფასების ინფორმაციის წარდგენის შესახებ.

კათედრის წევრები გაეცნენ შეფასების ახალ წესს, დისტანციური სწავლების პირობებში და შეფასებისას გაითვალისწინეს აღნიშნული წესი წლიური ნიშნის გამოყვანისა. წარმოადგინეს ინფორმაცია, მე-12 კლასებში სასწავლო პროცესის დასრულებისა და შეფასების შესახებ ,აგრეთვე აკადემიური მოსწრების სტატისტიკა.

2020 წლის 20 მაისს,ჩატარდა კათედრის მე-11 სხდომა რომელზეც განისაზღვრა 2019-20 სასწავლო წლის  მიერ მეორე სემესტრში გაწეული მუშაობის ანგარიშებისა და საგნებში აკადემიური მაჩვენებლების წარდგენის ვადები. განხილული იქნა კათედრის წევრების მიერ წარდგენილი მე-12 კლასის აკადემიური მაჩვენებლები. აღინიშნა ,რომ  2019-2020  სასწავლო წელს,  მე-12 კლასში სიით ირიცხებოდა  82 მოსწავლე ხოლო,სასწავლებელი დაასრულა 78-მა ,

 3 –ს შეუჩერდა სტატუსი,  1 -მა კი გამოცდა აბარა ექსტერნად და   მიღებული შეფასება შეუნარჩუნდა მას. ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მეთორმეტეკლასელებმა კარგად გაართვეს თავი ონლაინსწავლებას.  

2020 წლის  24 ივნისს,ჩარტარდა კათედრის მე-12 სხდომა სადც განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები  :      

საკითხი N1  2019-2020  სასწავლო წლის ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა ინტეგრირებული კათედრის   მუშაობის შეჯამება(იხ. ოქმი# 2  დანართი.1)

საკითხი N2 კათედრის წევრთა მიერ მეორე სემესტრში გაწული მუშაობის ანგარიშების წარდგენის შესახებ.(იხ. ოქმი# 2 დანართი 2)              

კათედრის წევრებმა სხდომაზე წარმოადგინეს წლის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიშები    და აკადემიური მოსწრების სტატისტიკა.

 

საგანი

ქართული

ინგლისური

რუსული

 

10ქ

0

3

1

4

9ქ

3

2

15

20

8ქ

10

12

20

42

7ქ

27

35

23

85

6ქ

39

52

49

140

5ქ

139

113

109

361

4ქ

0

0

0

0

შეუფასებელი        2                                                                                        

ექსტერნი                2                                                                                          

 

 

 

 

 

 

 

საყოველთაო პანდემიის გამო,ვერ განხორციელდა მეორე სემესტრისათვის  დაგეგმილი ღონისძიებები:

 

1. ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება   თანამედროვე მეთოდების, ონლაინ რესურსებისა და ტექნოლოგიების  გამოყენებით და სხვა კათედრებთან მუშაობა;

2. სასწავლებლის ბიბლიოთეკასთან ერთად ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება წიგნის დღესთან დაკავშირებით.

3. საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ტრადიციების გაცნობა. პარალელის გავლება ქართულ ტრადიციებთან;

4. 9 და 14 აპრილის დღეებისადმი მიძღნილი  ღონისძებები :

1. ღონისძიება „ჯიში მაქვს ისეთი,სისხლი მაქვს ისეთი სულს აგიწიოკებს“.ამ თარიღების აღსანიშნავად, პრეზენტაციების ჩატარება და საგაზეთო ნომრის გამოცემა .

5. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით, ტრენინგებში მონაწილეობა

 

 წლის მანძილზე გაწეული მუშაობა   კათედრის ხელმძღვანელისა და დირექტორის მოადგილის მიერ შეფასდა დადებითად                        

  

 

 

 

კათედრის ხელმძღვანელი:                  /ა.ჯაყელი /

 

                        

 

суббота, 18 января 2020 г.

შემაჯამებლების ჩატარების გრაფიკი, მეორე სემესტრი - 2019- 2020 სასწავლო წელი





კლასი
იანვარი
          თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ქართ
რუს.
ინგლ
ქართ
რუს
ინგლ
ქართ
რუს
ინგლ
ქართ
რუს
ინგლ
ქართ
რუს
ინგლ
ქართ
რუს
ინგლ
X1



7/02

07/02
04/03


08/04

8/04
06/05


09/06

10/06
X2



07/02

11/02
04/03


08/04

8/04
06/05


09/06

9/06
XI1
-


14/02


04/03

26/03
14/04


19/05


04/06

9/06
XI2



14/02


04/03

26/03
14/04


19/05


04/06

9/06
XII1



17/02

11/02
06/03


03/04
30/04

2/04
14/05





XII2



17/02

10/02
06/03


03/04;
30/04

1/04
14/05





XII3



17/02

11/02
06/03


03/04;
30/04

2/04
14/05